- პროექტის სახელწოდება: კვადრატული ფუნქცია, მისი ზოგირთი თვისება და გამოყენება პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად.
- პრობლემა: მოსწავლეებს ხშირად ეშლებათ ის ხერხები, თუ როგორ მიიღონ f(x)=x2 ფუნქციის გრაფიკისგან f(x)=ax2, f(x)=ax2+c, f(x)=ax2+bx, f(x)=ax2+bx+c და f(x)=a(x-x0)2+y0 ფუნქციათა გრაფიკები, პარალელური გადატანის გამოყენებით. გადავწყვიტე პროექტის გაკეთება,რომელშიც მოსწავლეები ჩაერთვებიან უშუალოდ და დამოუკიდებლად დაადგენენ იმ კანონზომიერებებს , რომელიც არსებობს აღნიშნულ ფუნქციათა გრაფიკულ გამოსახულებებს შორის. ჩემის აზრით ამ გზით მიღებული ცოდნა იქნება მტკიცე.
- პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს განუვითარდებათ ისეთი მაღალი დონის სააზროვნო უნარები, როგორიცაა: კვლევის, დამოუკიდებელი აზროვნების, ანალიზის და დასკვნების გამოტანის. ბ) მომავალში აღარ გაუჭირდებათ მსგავსი ფუნქციათა გრაფიკების სწრაფად აგება, საწყისი f( x) ფუნქციის გრაფიკის გამოყენებით და იმ კავშირების დანახვა, რომელიც არსებობს აღნიშნული ფუნქციების გრაფიკულ გამოსახულებებს შორის.
- პროექტის მიზნები: მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას: f(x)=x2, f(x)=ax2, f(x)=ax2+c, f(x)=ax2+bx, f(x)=ax2+bx+c და f(x)=a(x-x0)2+y0 ფუნქციათა გრაფიკების ურთიერთგანლაგების შესახებ სიბრტყეზე, f(x)=x2 ფუნქციის გრაფიკისგან f(x)=ax2, f(x)=ax2+c, f(x)=ax2+bx, f(x)=ax2+bx+c და f(x)=a(x-x0)2+y0 ფუნქციათა გრაფიკების მიღების შესაძლებლობის შესახებ პარალელური გადატანის დახმარებით . მოსწავლეებს განუვითარდებათ ისტ-ის გამოყენებით გრაფიკების აგების უნარი, პრეზენტაციის გაკეთების უნარი, სლაიდების გამოყენებით.
- წინარე ცოდნა: ფუნქცია , ფუნქციის სახეები (წრფივი, კვადრატული, უკუპროპორციულობა), პარალელური გადატანა.
- მონაწილეთა ასაკი: პროექტში მონაწილეობას მიიღებენმე-9 კლასის 15 წლის მოსწავლეები.
- პროექტისთვის საჭირო რესურსები: სახელმძღვანელო, კომპიუტერები, პროექტორი, პრინტერი, თაბახის ფურცლები.
- პროექტის მსვლელობა: ძირითადი აქტივობები) მოსწავლეებს დავყოფ ოთხ ჯგუფად, შემთხვევითობის პრინციპით. თითოეულ ჯგუფს დავავალებ ერთსა და იმავე საკოორდინატო სიბრტყეში ააგოს f(x)=x2, f(x)=ax2, f(x)=ax2+c, f(x)=ax2+bx, f(x)=ax2+bx+c და f(x)=a(x-x0)2+y0 ფუნქციათა გრაფიკები. კონკრეტული ფუნქციების განხილვის საფუძველზე გამოიტანონ ზოგადი დასკვნები მათი ურთიერთგანლაგების შესახებ, გააკეთონ პრეზენტაცია სლაიდების გამოყენებით. თითოეულ ჯგუფს დავავალებ ამობეჭდონ აგებული გრაფიკები.
- თითოელ ჯგუფს ვთხოვ მოიყვანოს კონკრეტული ფუნქციის გამოყენების მაგალითები პრაქტიკული ცხოვრებიდან და შესაბამისი მასალების მოძიებას ინტერნეტში.
- პროექტის ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: შედეგი ინდიკატორები: სიდიდეებს შორის დამოკიდებულებების აღმწერი ფუნქციისთვის, მათ შორის რეალურ ვითარებაში, ასახელებს ფუნქციის ტიპს. ამ ფუნქციის გამოსახვის ხერხებისგან დამოუკიდებლად.
- ცვლის ფუნქციათა პარამეტრებს და ახდენს ამ ცვლილებების შედეგების ინტერპრეტირებას იმ პროცესებისის კონტექსტში, რომელიც ამ ფუნქციით აღიწერება.
- პროექტის ხელმძღანელი: რამაზ მჟავანაძე
- პროექტი ხელმძღვანელი ელ-ფოსტა: mjavanadze.ramaz50@gmail.com
სასწავლო პროექტი
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment